სერჟ სარგსიანი ჩემი ძმაა, კარგი მეგობარია და კოლეგაა. განაცხადა სომხეთში სამუშაო ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მათემატიკაში, ფიზიკაში და ინფორმატიკაში სომხურ-ქართული ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის პრეზიდენტი დახმარებას უწევს მას და ქართველ ხალხს. სააკაშვილის თქმით, ქართულ-სომხური მეგობრობა უნდა გახდეს მაგალითი მსოფლიოს სხვა ხალხებისათვის.
"თქვენი გამარჯვებები ჩვენი ორივე ხალხის გამარჯვებებია", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და სომეხ ხალხს მომავალი გამარჯვებები უსურვა.
ამასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე.
"საქართველო უკვე მოინახულა 500 ათასმა სომეხმა ტურისტმა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და სომხებს ურჩია ნუ დატოვებენ თავიანთ ქვეყანას და იცხოვრონ და აშენონ თავიანთ სამშობლოში.
"ჩვენ ხელიხელჩაკიდებულებმა უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყნები", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.