საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ საქართველოს მთავრობას რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა დიდი სიმტკიცით გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება, დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვეჩერებინა სავიზო შეღავათები, რომლებიც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ დიპლომატებზე ვრცელდება. კიდევ ერთხელ, მტკიცედ მოვუწოდებთ მათ, შეწყვიტონ რეპრესიები დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ქართველმა ხალხმა დიდი სიმტკიცით გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება, დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა. მათი ხმა უნდა გავიგოთ", - განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხომა იმართება, სადაც საგარო საქმეთა მინისტრები საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, 24 იანვარს ევროკავშირის ელჩები დაეთანხმნენ საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას.