საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი არის ახალი არჩევნების ჩატარება, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან თანხვედრაში იქნება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, "ეს იქნება წინსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავინახავთ, რომ საქართველოში საერთო დემოკრატიული სიტუაცია იშლება".
"ჩვენ ვხედავთ ცნობებს ქართველი ხალხზე, რომელსაც სურს ევროპული მომავალი. 50 დღეზე მეტია, ისინი კვლავ ქუჩაში არიან. ეს ჩვენ გვაკისრებს ვალდებულებას, ვუპასუხოთ ამას და ვიმოქმედოთ. ჩვენი გასული საგარეო საქმეთა მინისტერიალიდან გავუშვით შანსი, გაგვეგზავნა უფრო მკაცრი მესიჯი და შემდეგ უფრო ძლიერი შემზღუდავი ქმედებები, როგორც ჩვენ ეს გავაკეთეთ ლიეტუვაში და რამდენიმე ქვეყანაც მიჰყვა ამ გზას. სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვაგრძოთ. საუკეთესო გამოსავალი ამ ვითარებიდან, ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, რაც ახლა საქართველოშია, არის ახალი არჩევნების ჩატარება, რომელიც თანხვედრაში იქნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან. ეს ჩვენი აზრით იქნება წინსვლა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავინახავთ, რომ საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობა მთლიანად იშლება", – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხომა იმართება, სადაც საგარო საქმეთა მინისტრები საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, 24 იანვარს ევროკავშირის ელჩები დაეთანხმნენ საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას.