ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების ბერკეტი ქართველი ხალხის ხელშია.
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხომა იმართება, სადაც საგარო საქმეთა მინისტრები საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე იმსჯელებენ.
"ჩვენ დღეს განვიხილავთ საქართველოს საკითხს. ჩვენ უკვე შემოვიღეთ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა დიპლომატიური პასპორტებისთვის. ჩვენ ასევე შევუჩერეთ ფინანსური დახმარება მთავრობას და ვაძლევთ ამ თანხებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. თუმცა, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე", – განაცხადს კაია კალასმა.
შეგახსენებთ, 24 იანვარს ევროკავშირის ელჩები დაეთანხმნენ საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას.