კოალიცია "ცვლილებებისთვის" უარს აცხადებს ქონებრივი დეკლარაციების შევსებაზე. ამის შესახებ კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"კოალიცია "ცვლილებისთვის" არ ვაღიარებთ რუსულ სტილში გაყალბებულ 26 ოქტრომბრის არჩევნებს და არ ვცნობთ ე.წ. პარლამენტის ლეგიტიმურობას. სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი განვაცხადეთ საპარლამენტო მანდატებზე, დაფინანსებაზე და სხვა პრივილეგიებზე.
აქედან გამომდინარე, ჩვენი კოალიციის ერთიანი პოზიციაა, არ შევავსოთ თანამდებობის პირის დეკლარაციები. გამჭვირვალეობის პრინციპებისა და კანონის მოთხოვნების დაცვით, ჩვენი, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატების დეკლარაციები შევსებულია 2024 წლის არჩევნებამდე.
ახლა, ჩვენი სამშობლოსთვის ამ ისტორიულ მომენტში თითოეული ჩვენგანის ვალია, გაგრძელდეს არაღიარების პოლიტიკაზე მუშაობა და ქართველ ხალხთან ერთად პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისა და ახალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევა", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, კოალიცია "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ დეკლარაციების წარდგენას.