ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ტალინი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ინიციატივით გამოდის.
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხომა იმართება, სადაც საგარო საქმეთა მინისტრები საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე იმსჯელებენ.
"საქართველოში ვითარება კარგი მიმართულებით არ მიდის. თქვენ შეგიძლიათ, მეტი გააკეთოთ. ესტონეთმა წამოაყენა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესის ინიციატივა. მე არ ვამბობ, რომ ეს პროცესი ხვალვე დაიწყოს, მაგრამ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ, რათა ნათელი, კონკრეტული სიგნალი მივცეთ იმისა, რომ ხელისუფლება, რომელიც ახლა ჰყავს საქართველოს, ატყუებს საკუთარ ხალხს და მათ უნდა შეიცვალონ კურსი", - განაცხადა ცაჰკნამ.
შეგახსენებთ, 24 იანვარს ევროკავშირის ელჩები დაეთანხმნენ საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას.