ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ [მარშებში]. ამ მარშებს სხვადასხვა სახელს დაარქმევენ ხოლმე, მაგრამ რეალურად ერთი და იგივე ადამიანებს ვხედავთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ IMEDI LIVE-ის ეთერში განაცხადა.
„ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ [მარშებში]. ამ მარშებს სხვადასხვა სახელს დაარქმევენ ხოლმე, მაგრამ რეალურად ერთი და იგივე ადამიანებს ვხედავთ. ზოგი წვერს იპარსავს, ზოგი წვერს უშვებს, ზოგი ტანსაცმელს იცვლის, მაგრამ რეალურად ერთი და იგივე ადამიანები არიან და ტელევიზიებშიც ვხედავთ ხოლმე, მათ შორის, ინტერვიუებსაც აძლევენ ხოლმე, ოღონდ სხვადასხვა მარშის ფარგლებში.
ამასთან ერთად, ამ ადამიანებს რომ თავიანთი პროექტი, გეგმა რომ არ აქვთ ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ის, რომ როცა ამბობენ, არ არიან პოლიტიკოსები ჩართულიო, შემთხვევით, პოლიტიკური პარტიების ოფისებიდან და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების ოფისებიდან ხომ არ ამოიღეს ის ნივთიერებები, რომლებსაც იყენებდნენ ორგანიზებული ძალადობის დროს, მათ შორის პარლამენტის წინ და მიმდებარე ტერიტორიაზე", - თქვა არჩილ გორდულაძემ.