ალექსანდრ ლუკაშენკას განცხდაებით, მას წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურდა.
"არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს, უკვე 30 წელი გავიდა. ეს უხამსობაა, თავს უხერხულად ვგრძნობ, თითქოს აქ სხვა არავინაა", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ლუკაშენკას თქმით, ის ბელორუსის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ, ნატალია კოჩანოვამ დაითანხმა.