„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და ხელმღძვანელის მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, დღეს 19:00 საათზე ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
მზია ამაღლობელი უკვე მე-15 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.