„პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ" - დიდუბის მეტროდან წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება.
ჩვენ უკვე მესამე მსვლელობას ვმართავთ რუსთაველს გარეთ. ჩვენი მიზანია, პროტესტის ხმა გაისმას ყველა რეგიონში და ყველა უბანში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ყველა მაცხოვრებელს. ამის მცდელობა გვქონდა წინა კვირაშიც თემქაზე, სადაც პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ აქციაზე თავად ვიწვნიეთ პოლიციური რეჟიმი, თუმცა ჩვენი დაკავება არაფერია იმასთან შედარებით, რასაც რეჟიმის ტყვეები ყოველ დღე აწყდებიან. სოლიდარპბას ვუცხადებთ მათ!, - ამბობს აქციის მონაწილე.
ერთადერთი რამ გვაქვს სათქმელი, ავტორიტარიზმს არ ვეგუებით ამ ქვეყანაში. პოლიციური რეჟიმის არ გვეშიანია მიუხედავად იმისა, რომ წინა შაბათს მე პირადად დამაკავეს და 24 საათი დავყავი იზოლატორში, მაინც არ მეშინია, არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე პატიმრების გასათავისუფლებლად! ეს არ არის ნორმალური, რაც ქვეყანაში ხდება, ადმაიანების ჩაგვრა, - ამბობს მსვლელობის კიდევ ერთი მონაწილე.
ფოტო: პუბლიკა