აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ მიაღწევს შეთანხმებას გრენლანდიასთან მისი აშშ-ის კონტროლქვეშ გადაცემის შესახებ. იუწყება BBC
„ვფიქრობ, გრენლანდიასთან შეთანხმებას მივაღწევთ, ვფიქრობ, ჩვენ მოვიპოვებთ მას“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ტრამპმა დასძინა, რომ არ იცის რა პრეტენზიები აქვს დანიას კუნძულზე.
მისი თქმით, თუ დანიის ხელისუფლება არ დაუშვებს გრენლანდიას შეერთებული შტატების კონტროლის ქვეშ მოხვედრას, ეს იქნება ძალიან არამეგობრული აქტი.
„ვფიქრობ, ხალხს სურს ჩვენთან ყოფნა. მე ნამდვილად არ ვიცი, რა პრეტენზია აქვს დანიას მასზე, მაგრამ ეს იქნება ძალიან არამეგობრული ქმედება, თუ ისინი არ დაუშვებენ ამას, რადგან ეს არის თავისუფალი სამყაროს დასაცავად. ვფიქრობ, გრენლანდიას მოვიპოვებთ, რადგან ეს დაკავშირებულია მსოფლიოს თავისუფლებასთან. ჩვენ ვართ ის, ვისაც შეუძლია, უზრუნველყოს თავისუფლება. მათ არ შეუძლიათ“, – განაცხადა ტრამპმა.