რესპუბლიკის მოედანზე მიხა ხელაშვილის სახელობის მარშის მონაწილეები შეიკრიბნენ.
„დღეს არის მიხა ხელაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლისთავი, 25 წლის ბიჭი მოკლეს ზუსტად იმავე მიზეზით რა მიზეზითაც დღეს ვდგავართ ჩვენ აქ და მგონია რომ ამაზე დიდი მიზეზი არ გვჭირდება, რაც ხდებოდა 100 წლის წინ იგივე ხდება დღეს და რისთვისაც იბრძოდა მიხა ხელაშვილი იმისთვის ვიბრძვით ჩვენც, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“,- განუცხადა მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და საინიციატივო ჯგუფის „საფეხნოს“ წარმომადგენელმა თამარ შედეკაურმა მედიის წარმომადგენლებს.
მარშის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ.