შეერთებული შტატების სენატმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა პიტ ჰეგსეთი - ომის ვეტერანი და ტელეარხ Fox News-ის ყოფილი წამყვანი.
ჰეგსეთის კანდიდატურა საკამათო იყო მის მიმართ სექსუალური ძალადობს ბრალდების გამო, რომელიც სავარაუდო მსხვერპლის მტკიცებით, 2017 წლის სექტემბერში მოხდა. ჰეგსეთი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას.
მედიის ინფორმაციით, სენატში ჰეგსეთის კანდიდატურის კენჭისყრისას ხმები თანამბრად გაიყო მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ამ სიტუაციაში გადამწყვეტი ხმა ეკუთვის აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს, რომელიც იმავდროულად სენატის პრეზიდენტიც არის. ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ხმა ჰეგსეთის სასარგებლოდ მისცა.
პიტ ჰეგსეთი მსახურობდა შეერთებული შტატების არმიაში გუანტანამოს ბაზაზე და არის ავღანეთისა და ერაყის საომარი კამპანიების ვეტერანი.