სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების საფრთხის გამო, უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
ფიცოს მტკიცებით, უსაფრთხოები სამსახურებმა აცნობეს, რომ იგეგმება სახელმწიფო გადატრიალება, რომელშიც მონაწილეობენ „უცხოელი ექსპერტები“ და აპირებენ საქართველოსა და უკრაინის მსგავსი "ფერადი რევოლუციების" მოწყობას.
"არსებობს სლოვაკეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის გეგმები საპროტესტო აქციებისა და ადმინისტრაციული შენობების დაკავების გზით", - თქვა ფიცომ.
"მოდელი, რომელიც მზადდება, არის ძალიან მარტივი და გამოცდილი ბევრ ქვეყანაში. შემიძლია დავადასტურო, რომ სლოვაკეთში არის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და უკრაინს მაიდანში. ეს ჯგუფი დაფინანსებულია სხვადასხვა წყაროდან", - დასძინა ფიცომ.
შეგახსენებთ, 22 იანვარს სლოვაკეთის სამმა ოპოზიციურმა პარტიამ - "პროგრესულმა სლოაკეთმა", "თავისუფლება და სოლიდარობა" და ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ - პარლამენტს ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხდების შუამდგომლობა წარადგინა. ხმის მიცემა შესაძლებელია 7 დღის განმავლობაში. უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭიროა 150 დეპუტატიდან სულ მცირე 76-ის თანხმობა.
უნდობლობის გამოცხადების მიზეზთა შორის არის ფიცოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა, რაც იწვევს სლოვაკეთის იზოლაციას, ასევე ფიცოს კონტაქტები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმიტ პუტინთან და სლოვაკეთის დისტანცირება ევროკავშირისა და ნატოსგან.