გამზადებული აქვთ უკვე კარადაში ტყავის ლაბადებიც და მაუზერებიც, ერთი სული აქვთ როგორმე ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ და მერე ნახეთ, სახლებზე წარწერების გაკეთება მონაგონი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპონენტებზე საუბრისას განაცხადა.
გამზადებული აქვთ უკვე კარადაში ტყავის ლაბადებიც და მაუზერებიც. ერთი სული აქვთ როგორმე ერთი გრამი ძალაუფლება ჩაიგდონ და მერე ნახეთ, სახლებზე წარწერების გაკეთება მოსაგონი იქნება. მოინიშნავენ ყველას სახელს, ვინც მათ ეწინააღმდეგება, იმისთვის, რომ შემდეგ გაუსწორდნენ. მათ შორის, თქვენი არხის მფლობელის ინტერვიუ იყო დიდი განხილვის სფერო - როგორც კი განსხვავებული აზრი მოხვდა მათ გვირაბივით სწორხაზოვან სივრცეში, რამხელა მიუღებლობა და კრიტიკა იყო - როგორ დაუშვით, რომ ჩვენ ამ სტერილურ ბაბლში აღმოჩნდა განსხვავებული აზრის ერთი გრამიო. წარმოგიდგენიათ რას იზამენ ეს ადამიანები ხელისუფლება რომ ჰქონდეთ? დახურავენ ყველა მედიას და ყველას, ვინც მათ წინააღმდეგ იქნება, იმავე ეგზეკუციას მოუწყობენ რასაც 2012 წლამდე უწყობდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.