ეს არის საჯარო პროცესი, რომელიც ღიად იქნება გადაცემული და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, თვალყური ადევნოს ამ ყველაფერს. ყველა დაინახავს და მოისმენს იმ ისტორიებს, რომლებშიც ცხოვრობდა ჩვენი საზოგადოება 2012 წლამდე და რომლისკენაც შიდა თუ გარე აქტორებს უნდათ რომ ისევ წაგვიყვანონ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მთავარი არის ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ყველამ კარგად დაინახოს, ვინც დღემდე ცდილობს, რომ ქართველ ხალს თავს მოახვიოს და თავზე დაასვას ნაციონალური მოძრაობა, ზოგადად ეს იდეოლოგია, რომელიც დაფუძნებულია ძალადობასა და ადამიანის დაჩაგვრაზე, რასთან გვქონდა საქმე და შეფასდეს ეს ყველაფერი. 2012 წლის შემდეგ ვიცით, თუ როგორ უშლიდნენ მაშინ ხელს გარე აქტორები იმას, რომ ქართველ ხალხს ბოლომდე გაეგო, თუ რა დანაშაულებრივ რეჟიმთან გვქონდა საქმე. ის რასაც ვხედავდით, იყო მხოლოდ აისბერგის წვერი იმ დანაშაულებისა, რომელიც ჩანდა, სიღრმეში კი იყოს მთელი წყება დანაშაულებისა, რომელიც საბოლოო ჯამში ერთმანეთს განაპირობებდა. ამიტომ საგამოძიებო კომისიის ამოცანა ეს არის, რომ სისტემურად, საჯაროდ შეისწავლოს ეს.
ეს არის საჯარო პროცესი, რომელიც ღიად იქნება გადაცემული და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, თვალყური ადევნოს ამ ყველაფერს. ყველა დაინახავს, კიდევ ერთხელ მოისმენს იმ ისტორიებს, რომელშიც ჩვენი საზოგადოება 2012 წლამდე ცხოვრობდა და რომლისკენაც შიდა თუ გარე აქტორებს უნდათ რომ ისევ წაგვიყვანონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.