დევნილების გამოსახლების პროცესი დღესაც გრძელდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "კონსერვატორული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, ამ წუთებში დევნილების გამოსახლება თბილისში ოთხ ობიექტშია დაწყებული, მათ შორისი საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი კორპუსიდან, გოგებაშვილის სახლობის ყოფილი კოლეჯის შენობიდან და საბურთალოზე მდებარე კიდევ ორი ობიექტიდან.
"დევნილების საცხოვრებლებთან პოლიციაა მობილიზებული და მათ ძალის გამოყენებით გამოჰყავთ. ამ დრომდე არ დევნილებმა არ იციან სად უპირებენ ჩასახლებას", - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დღეს სულ 200-მდე დევნილი ოჯახის გამოსახლება იგეგმება, რომელთაგანაც უმეტესობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს არიან დაზარალებულები.
შეგახსენებთ, რომ დევნილების გამოსახლების პროცესი 20 იანვარს განახლდა.