56-ე დღეა უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქცია გრძელდება.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია: ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.
პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე გადადებს.
ფოტო: on.ge