"მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ" თსუ-ის მაღლივის ბიბლიოთეკის საგამოცდო ცენტრი დაიკავა.
მათი მოთხოვნებია:
1. გათავისუფლდნენ სტუდენტები და სხვა დაკავებულები
2. აშენდეს საერთო სტუდენტური საცხოვრებელი ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის
3. გაიზარდოს სტიპენდია საცხოვრებელ ხელფასამდე
4. განათლების დაფინანსების გაზრდა და მაღალი ყოველწლიური გადასახადების გაუქმება სტუდენტებისთვის.
"ვიკავებთ თსუ-ს საგამოცდო ცენტრს ცენტრალური ბიბლიოთეკის ბაზაზე. დღეს საუნივერსიტეტო ფუნქციონირება გადის საგამოცდო ცენტრზე. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად, სტუდენტები მოწყდნენ საუნივერსიტეტო ცხოვრებას საგანმანათლებლო ბოიკოტის გამო, მაგრამ აკადემიური ცხოვრება სტუდენტების გარეშე გაგრძელდა. ამის მიზეზი არის სწორედ საუნივერსიტეტო პროცესის კვლავ ფუნქციონირება. რამაც ათასობით სტუდენტი დააყენა მაღალი გადასახადის კიდევ რამდენიმე წლით გაგრძელების წინაშე", - ამბობენ სტუდენტები.
ფოტო: მაუწყებელი