ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები რელიგიის სფეროში.
ცვლილებების თანახმად, საჯარო ადგილებში აიკრძალა ნიქაბის ტარება.
ნიქაბი მულისმური სამოსია, რომელიც თითქმის მთლიანად ფარავს სახეს.
"პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს საჯარო ადგილებში სამოსის ტარებას, რაც არ იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას", - იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
გამონაკლისი ეხება სამოსს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან, ოფიციალურ საქმიანობასთან ან სამედიცინო მიზნებით სახის დაფარვას.
ამავე ცვლილებებით, აიკრძალა რელიგიური ლიტერატურისა და სხვა მასალის გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ადგილებში და კარდაკარ სიარულისას.
ასევე აიკრძალა "სხვა აღმსარებლობის მიმდევრების, რელიგიურად ნეიტრალური ადამიანებისა და ათეისტების საკუთარ რელიგიაში მოქცევის" ღონისძიებები.
აიკრძალა რელიგიური რიტუალების ჩატარება მოხუცთა თავშესაფარში, ციხეებში, სამხედრო ნაწილებსა და სხვა დაწესებულებებში.
რომელიმე აკრძალვის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 20 ათასი ყირგიზული სომის (დაახლოებით 220 ევრო) ოდენობით.
აღნიშნულ კანონპროექტს ყირგიზეთის პარლამენტმა გასული წლის დეკემბრის ბოლოს.