ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილის წინააღმდეგ გაშავების კამპანია აამოქმედეს.
გუნცაძე ამბობს, რომ შალვა რამიშვილმა და მისმა ე.წ ბოტებმა ოქსანა ბიჩკივას ფილმი ამოიღეს და აცხადებენ, რომ ის 2023 წელსაა გადაღებული, თუმცა გუნცაძის თქმით, აღნიშნული ფილმი უკრაინის ომამდე გადაიღეს და ფილმის რეჟისორი უფრო მეტად ქართველია, ვიდრე შალვა რამიშვილი.
“შალვა არ გაგივა არა! ბორენკას და შენი მთავრობის რუსობას მიხედე შენ! ანდროს ვერ გააშავებ, ნუ ცდილობ!“- მიმართავს რამიშვილის ჭიჭინაძის დედა.
ამასთან, ლიკა გუნცაძე ამბობს, რომ სუს-ის მანქანა მუდმივად დაჰყვება, თუმცა არ ეშინია და ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.
ანდროს უგორებენ გაშავების კამპანიას შალიკო რამიშვილი და ცოცხალი ბოტები. ამოუღიათ აქსანა ბიჩკივას ფილმი რომელიც გადაღებულია თბილისში უკრაინის ომამდე. ფილმი კორპროდუქციაა და თამაშობს ბევრი ქართველი მსახიობი! თვითონ აქსანა გახლავთ არაჩვეულებრივი პიროვნება ანტიპუტინისტი, აქტივისტი, რომელსაც დევნიდნენ, ჩამოვიდა თბილისში და ჩვენმა ოჯახმა მისცა თავშესაფარი! შემდეგ წავიდა ბარსელონაში, ამჟამად იქ ცხოვრობს. რუსეთში დაიჭერდნენ ან მოკლავდნენ. შალიკომ ფილმის გადაღების თარიღი 2023 გადაიღესო, რაც ტყუილია! ფილმი გადაღებულია თბილისში უკრაინის ომამდე! არც ერთ პროექტში, უკრაინის ომის მერე, რუსები რასაც სთავაზობდნენ, არ მიუღია მონაწილეობა , თანაც ძალიან დიდ თანხებს სთავაზობდნე, რაზეც, რა თქმა უნდა, ანდრო უარს ამბობდა! აქსანა ბუჩკოვა უფრო მეტი ქართველია და პატრიოტი ვიდრე შალიკო ბაყაყი და მისთანები, ამიტომ შალვა არ გაგივა არა! ბორენკას და შენი მთავრობის რუსობას მიხედე შენ! ანდროს ვერ გააშავებ, ნუ ცდილობ! და კიდევ დამყვება სუს-ის მანქანა ყველგან ხო და არ მეშინია არაა!!! გაიგეთ ეს! ვიბრძოლებ ბოლომდე, თქვენს წინააღმდეგ, სიკვდილამდე! დაგმარხავთ და გადაყვებით პატიმრების საქმეს! გპირდებით!“, - წერს ლიკა გუნცაძე.