საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე, საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, გაბორ შაგისს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკას შორის სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.