26 ნოემბერს, ხუთშაბათს, 16:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის გამზ. 32; A კორპუსი, 101-ე აუდიტორია) ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბაზისბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ ბაზისბანკის გენერალური დირექტორი ზურაბ ციხისთავი და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე.
მემორანდუმის თანახმად, ბაზისბანკი უზრუნველყოფს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას ბანკში.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებიც უკვე დასაქმებულნი არიან ბაზისბანკში.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ბაზისბანკისა და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი ერთობლივი პროექტი. ახალი სამაგისტრო პროგრამის პირველი გამოშვებიდან მოყოლებული, ბაზისბანკი ყოველწლიურად აფინანსებს ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტების მაგისტრატურის კურსის ღირებულებას.