16 იანვარი ენათმეცნიერისა და ფილოლოგის, აკადემიკოს მზექალა შანიძის დაბადების დღეა. მას დღეს 99 წელი შეუსრულდა.
მზექალა შანიძეს დაბადების დღეს ულოცავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
"დღეს ქართველ ენათმეცნიერს, აკადემიკოს მზექალა შანიძეს 99 წელი შეუსრულდა.
ვულოცავთ ქალბატონ მზექალას დაბადების დღეს! ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ მხნეობას და დღეგრძელობას!", - წერს უნივერსიტეტი.
მზექალა შანიძემ 1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
1953 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1981 წლიდან). არის 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორი.