მოსამართლე დავით მგელიაშვილმა 25 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებული ანატოლი გიგაურის აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.
ანატოლი გიგაური 25 ნოემბერს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4 დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ბრალდებული, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში იღებდა მონაწილეობას, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა”. – განაცხადა მაშინ შსს-მ.
დღეს პროცესზე გიგაურმა თქვა, რომ ის თავის დაცვას ცდილობდა და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.