ლოს-ანჯელესის ოლქში მასშტაბური ხანძრის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ CNN ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება.
მედიის ინფორმაციით, 7 ადამიანის დაღუპვა პასადენას მახლობლად გაჩენილ ხანძარს უკავშირდება, რვა ადამიანი დაიღუპა პასიფიკ პალისეიდსის რაიონში გაჩენილი ხანძრის გამო.
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, კი კიდევ 13 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ პასიფიკ პალისეიდსში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით, დაკავებულია 14 ადამიანი. დაკავების საფუძვლები მოიცავს ვანდალიზმს, ქურდობას, კომენდანტის საათის დარღვევას და ა.შ.
რამდენიმე დღის წინ პოლიციამ ძარცვის გამო 18:00 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი დააწესა.
ლოს ანჯელესის ხელისუფლების ინფორმაციით, პასიფიკ პალისეიდსის ხანძრის 14% ლოკალიზებული, ხოლო პასედანას ხანძრის 33% კონტროლდება.
შეგახსენებთ, კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ხანძრის პირველი კერა 7 იანვარს პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში გაჩნდა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა.