ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი, საბა სხვიტარიძე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო.
“ახლახან დამიკავშირდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და მაცნობა რომ საბა სხვიტარიძე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაზარალებულად სცნეს. შემდეგი ნაბიჯი დამნაშავე პოლიციელების პასუხისგებაში მიცემა იქნება", - წერს სოციალურ ქსელში სხვიტარიძის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი.
სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის წესით 5 დეკემბერს დააკავეს. სხვიტარიძეს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავებიან.
ადვოკატების თქმით, საბა სხვიტარიძეზე დაკავების შემდეგ ფიზიკურად იძალადეს. ნიღბიანების ჯგუფი დიღმის სამმართველოს შენობაში მას სასტიკი მეთოდებით გაუსწორდა.