ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისსა და ბათუმში პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტების დაკავებას ეხმიანება.
ტალინი დაკავებული ჟურნალისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.
"მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიები, რომელიც გრძელდება, მათ შორის საქართველოში ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავება მიუღებელია. ესტონეთი, როგორც „მედიის თავისუფლების კოალიციის“ თანათავმჯდომარე, გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა ჟურნალისტი, რომლებიც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში", – აღნიშნულია ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.