ევროკავშირი გმობს რეპრესიებს, უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, - აცხადებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი.
ანიტა ჰიპერი ეხმიანება პროევროპულ საპროტესტო აქციებზე აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავებას.
"საქართველო: ევროკავშირი გმობს ამ შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებას. უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ. ამ უკანონო ქმედებებში ჩართულ თანამდებობის პირებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ", - წერს ჰიპერი.