თუ ბატონი ტრამპი მოახერხებს "დიფ სტეიტის" დამარცხებას, ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება - აცხადებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.
მისი თქმით, იმედოვნევნებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში "საქართველო ცოტა ამოისუნთქებს".
"ამ პერიოდში, ვიდრე ბაიდენის წაგებული ადმინისტრაცია კუდს იქნევს ძალიან მავნებლურად, ჩვენ რამე ცვლილებებს არ ველოდებით, მერე ვნახოთ, თუ ბატონი დონალდ ტრამპი მოახერხებს "დიფ სტეიტის" დამარცხებას, რაზეც საუბრობდა მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ბუნებრივია, ჩვენთვისაც ეს იქნება ძალიან კარგი.
და მთავარი საკითხები, რაც არის - ის, რომ ლგბტ პროპაგანდასთან და ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით ჩვენ საერთო აზრი გაგვაჩნია, ის, რომ ომის დასრულების დაპირება წინასაარჩევნო დაპირება იყო და რაც უფრო მალე დასრულდება ომი, მით უფრო გათავისუფლდება წნეხიდან ჩვენი ქვეყანა.
ეს არის ის საკითხები და არამხოლოდ ეს, რაც ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველო ცოტა ამოისუნთქებს", - აცხადებს მდინარაძე.