ჩემი მხარდაჭერა ძალიან მაგარ ადამიანს, ღირსეულ ქართველს და ღირსეულ პოლიციელს, ირაკლი დგებუაძეს, ეს ახალგაზრდა კაცი 24 საათი დგას ბათუმელების სიმშვიდისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„სწორედ ამიტომ ბოლო პერიოდში ირაკლი ფაშისტური ბულინგისა და ფიზიკური შეტევის განსაკუთრებული ობიექტი გახდა, მაგრამ თავის გუნდთან ერთად ის ყველა გამოწვევას ღირსეულად პასუხობს.
მადლობა ყველა პოლიციელს, ვინც ღირსეულად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ხალხს!“ – წერს კახა კალაძე.
ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დააკავეს. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
გამოცემა ბათუმელები/ნეტგაზეთის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის მუქარა, რომელსაც, სავარაუდოდ, ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელის მისამართით ამბობს: "სისხლით... ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს".
როგორც გამოცემა წერს, ამაღლობელის დაკავებაში ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილეობდა.