ჩვენ ვნახეთ სახედაკარგული და აგრესიული "ქართული ოცნების" წევრები - ასე ეხმიანება კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტრია აბუ-დაბიში მომხდარს, სადაც ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე რესტორანში თავს დაესხნენ საქართველოს მოქალაქეს.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები, სადაც არ უნდა იყვნენ, ყოველთვის შეხვდებათ საქართველოს ერთი ღირსეული მოქალაქე მაინც, რომელიც პასუხის მოსთხოვს ძალადობრივ და რეპრესიულ პოლტიკაზე.
„აბუ დაბიში მოინდომეს კარგად ყოფნა და იქაც მათ შეხვდათ ღირსეული საქართველოს მოქალაქე, რომელმაც უთხრა სიმართლე. როგორც აქ, მოსამართლეებს ეუბნებიან სიმართლეს, ზუსტად ასე უთხრა სიმართლე და ჩვენ ვნახეთ, სახედაკარგული და აგრესიული "ქართული ოცნების" წევრები. ეს აგრესია მოდის სისუსტისგან. ვერსად ვერ წახვალ, ვერ შეჭამ ისე, რომ არ გეშინოდეს, რომ არ ჩაგიფურთხონ", - ამბობს ელენე ხოშტარია.