ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი პარლამენტი თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას პასუხობს.
"მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს მსგავს სიტუაციებში გამარჯვების ისტორია აქვთ", - წერს ლანდსბერგისი.
შეგახსენებთ, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია".