ევროპა ქართველი ხალხის გვერდით დგას, - ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი X-ზე წერს.
"ღია დარბევა საქართველოში არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. მაშინ, როცა "ქართული კოშმარი" ცდილობს გააჩუმოს მშვიდობიანი მომიტინგეები და ოპოზიციური ხმები, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული სანქციებით ივანიშვილისა და მისი რეჟიმის მაცოცხლებლების წინააღმდეგ. ეს რეპრესიები არ უნდა დავუშვათ და თავისუფლებაზე თავდასხმის ფასი უნდა იყოს სადამსჯელო. ევროპა ქართველი ხალხის გვერდით დგას", - წერს კოლსი.