შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რესტორან „ბაბილოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით ცხრა პირია დაკავებული. გა
მათივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას გულისხმობს.
რესტორანში შეკრებილმა მოსამართლეებმა შენობა პოლიციის, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დახმარებით დატოვეს.
„ცეცხლი ჭამეთ", „მონებო" - ისმოდა დღის განმავლობაში შეძახილები მოსამართლეების მიმართ. ადგილზე მისულები იყვნენ აქციების დროს დაკავებულთა მშობლებიც.
რესტორნიდან გამოსულ ორ მოსამართლეს დღეს კვერცხებიც ესროლეს.
ფოტო: "პუბლიკა"