მოსამართლეები რესტორან „ბაბილოში” ქეიფის შემდეგ, ტერიტორიას პოლიციის განსაკუთრებული მობილიზების ფონზე ტოვებენ – ადგილზე საპოლიციო ძალებმა მედიას არ მისცეს საშუალება მათი გასვლის კადრები გადაეღოთ.
მათ აქციის მონაწილეები რესტორნის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან მოშორებით ჩასწიეს და რესტორნის ახლო პერიმეტრი თავად დაიკავეს.
მოსამართლეების შეკრების პარალელურად, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.