მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, სხდომა დიდ დარბაზში გაგრძელდება.
მიზეზად ადვოკატები დაცვის ქვეშ მყოფებთან პირდაპირი კომუნიკაციის ვერ ქონას ასახელებდნენ (დარბაზის სიმცირის გამო), მათი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საჯარო ინტერესის გათვალისწინება, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოქალაქეები არიან შეკრებილნი (მათ შორის დაკავებულთა ოჯახის წევრები), რომელთაც პროცესზე დასწრება სურთ.
სასამართლო ანდრო ჭიჭინაძისა და კიდევ სისხლის სამართლის წესით დაკავებული 10 ადამიანის პატიმრობაზე იმსჯელებს.
ფოტო: პუბლიკა