ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ახალი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, 40-წლამდე ასაკის კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ირწმუნებიან, კაცი მოკლულია.
არსებული ინფორმაციით, კაცი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკარგული იყო და ოჯახი ეძებდა. ის მესაფლავედ მუშაობდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.