ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტიის "ეროვნული ფრონტის" (ამჟამად "ეროვნული ერთიანობის" ) დამფუძნებელი ჟან-მარი ლე პენი.
პარტიის ამჟამინდელი ლიდერის, მარინ ლე პენის მამა, 96 წლის ასაკში ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.
ჟან-მარი ლე პენმა პარტია 1972 წელს დააფუძნა და მას 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა, ვიდრე ლიდერობას თავის ქალიშვილს, მარინ ლე პენს გადასცემდა.
2015 წელს მარინ ლე პენის მოთხოვნით, ჟან-მარი ლე პენი პარტიიდან გარიცხეს რასიზმისა და ანტისემიტიზმის მრავალი ბრალდების გამო.
2018 წელს მარინ ლე პენმა პარტიის რებრედინგი მოახდინა "ეროვნული გაერთიანება" უწოდა.
ჟან-მარი ლე პენის უდიდეს პოლიტიკურ წარმატებად მიიჩნევა 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასვლა, სადაც ის კონსერვატორ ჟაკ შირაკთან დამარცხდა.