პია კაუმას გადაწყვეტილება არის ვიზიტის გაუქმება და არა გადადება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გავრამიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
გვარამიას თქმით, დათქმა, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე აკეთებს, უკავშირდება საქართველოში სიტუაციის ძირფესვიან შეცვლას და მხოლოდ მას შემდეგ ვიზიტს.
რეალურად, ეს არის ვიზიტის გაუქმება, გადადება იქნებოდა თუ ის რაიმე თარიღს დაასახელებდა შემდგომი ვიზიტისთვის. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელიც უკვე 40 დღეა, დგას და აპროტესტებს საქართველოში გაყალბებულ არჩევნებს და პოლიტპატიმრების არსებობას. (ბევრ სხვა რამესაც, მაგრამ პირველ რიგში ამას). ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი ამოცანა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მაგრამ მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შეცვლის ვითარებას ქვეყანაში, არის ახალი არჩევნები.
ქართველი ხალხის შემდეგ, ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის დამსახურება და არასამთავრობო სექტორის დამსახურება. სამმა პროდასავლურმა კოალიციამ, "კოალიცია ცვლილებისთვის", "ნაციონალური მოძრაობა" და მისი კოალიციური პარტნიორები, "ლელო" და მისი კოალიციური პარტნიორები. ჩვენ ერთობლივად მივმართეთ ეუთოს, მის საპარლამენტო ასამბლეას და ვუთხარით,რომ ჩვენ უბრალოდ არ დავესწრებოდით შეხვედრებს, ვინაიდან არ მიგვაჩნია გამართლებულად, ამ ვითარებაში საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასთან, რომელიც არ წარმოადგენს ქართველ ხალხს.
ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, არასამთავრობოების იგივე შინაარსის მიმართვამ. სამ პროდასავლურ კოალიციასთან ერთად ცალკე იყო უკვე გახარიის პარტიის, რაც დასაფასებელია.
აქ ჩამოსვლა და საუბარი იმ ხალხთან, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ თავის თავს და ბელადს, ბიძინა ივანიშვილს, ბუნებრივია იქნებოდა შეცდომა. ეს შეცდომა სამწუხაროდ დაუშვა ევროსაბჭომ და მისმა თავმჯდომარემ და საბედნიეროდ არ განმეორდა ეუთოს შემთხვევაში. ჩვენი მთავარი ამოცანაა - ნულოვანი ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ." - განაცხადა ნიკა გვარამიამ.