საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კიუმას მოსალოდნელ ვიზიტს ეხმიანება.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ასეთ დროს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი ხელს არ შეუწყობს კრიზისის მოგვარებას.
"ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი აღაშფოთებს ხალხს, რომელიც 40 ღამის განმავლობაში დგას თბილისის ქუჩებში, აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს. ასეთი არასწორ დროს შერჩეული ვიზიტი ხელს არ შეუწყობს კრიზისის მოგვარებას, ეს მხოლოდ არჩევნებს შეუძლია!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი 8-10 იანვარსაა დაგეგმილი.