გერმანიის კანცლერი უარყოფს გავრცელებულ ცნობებს მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად მისი შესაძლო ვიზიტის შესახებ.
შოლცის თქმით, ეს არის ყალბი განცხადება და არავის აქვს ამის გაკეთების უფლება.
”ეს არის ყალბი ინფორმაცია. ამის გაკეთების უფლება არავის აქვს, ეს არის უკიდურესად არაკეთილსინდისიერი [განცხადება}, ამის საფუძველი არ არსებობს”, - თქვა შოლცმა ბერლინში.
გერმანიის კანცლერის თქმით, როდესაც ასეთ „ცრუ ბრალდებებს“ აწყდებიან, მათაც კი, ვინც ღიად მოქმედებს, აქვთ აღშფოთების უფლება.
მანამდერ გერმანიის ოპოზიციური პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, როდერიხ კიზევეტერმა განაცხადა, რომ რომ კანცლერი ოლაფ შოლცი 23 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებამდე, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს..