სვანეთის სათემო რადიოს ინფორმაციით, ზუგდიდი-მესტიის გზაზე ყაჩაღობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკრაში მიმდინარეობს სამძებრო-დაკავების ოპერაცია. პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს რომელთაც ბრალად ედებათ უცხოელ ცოლ-ქმარზე თავდასხმა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ნაკრას ასახვევთან იპოვეს გატაცებული მანქანა რომელსაც ადგილობრივების თქმით აღენიშნება სისხლის კვალი. ასევე ნაპოვნია ცოლი, რომელიც გადაყვანილია განყოფილებაში. ქმარი კი ამ დრომდე დაკარგულად არის მიჩნეული. აღნიშნულ დანაშაულში ეჭვმიტანელებს პოლიცია სოფელ ნაკრაში ეძებს, რომელთა ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.