საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მიზეზად მან რეჟიმის ანტიდემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკა დაასახელა.
ნათია მერებაშვილი პროკურატურაში 18 წელი მუშაობდა, ბოლო ხუთი წელი კი გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა.