იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. იტყობინება The New York Times-ი წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა ფლორიდაში, ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შედგა.
მედიის ვარაუდით, ეს შეხვედრა მელონის მხარდამჭერებს გაუღვივებს იმედს, რომ იტალიის პრემიერი გახდება "ტრამპის მთავარი მოკავშირე ევროპაში".
შეხვედრის დღის წესრიგი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მელონმა ტრამპთან ერთად განიხილა საკითხები, რომელზეც რესპუბლიკელებსა და ევროპის ქვეყნებს შორის უთანხმოებაა.
უახლოეს დღეებში, შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეხვედება იტალიის პრემიერ-მინისტრ მელონის. შეხვედრა რომში გაიმართება, სადაც ბაიდენი 9-12 იანვარს გამართავს ვიზიტს. ამ ვიზიტის ფარგლებში ბაიდენი რომის პაპ ფრანცისკესაც შეხვდება.
დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მას რამდენიმე სახელმწიფო ლიდერი ეწვია, მათ შორის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.