კოალიციური მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემდეგ, ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ თანამდებობას დატოვებს.
„უახლოეს დღეებში დავტოვებ ფედერალური კანცლერის და „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის პოსტს“, - წერს ის.
მანამდე ნეჰამერმა განაცხადა, რომ სოციალ-დემოკრატებთან კოალიციურ მოლაპარაკებებში შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.
„ჩვენ ყველაფერი ვცადეთ ამ დროისთვის. საკვანძო საკითხებზე შეთანხმება შეუძლებელია“, – აღნიშნა კარლ ნეჰამერმა.
მას შემდეგ, რაც სექტემბერში გამართულ არჩევნებში გამარჯვება ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ მოიპოვა, ლიბერალური პარტია Neos, „სახალხო პარტია“ და სოციალ-დემოკრატები სამპარტიული მმართველი კოალიციის ფორმირებას ცდილობდნენ.