საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2024 წლის 30 დეკემბრის №363/2024 განკარგულებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ხელფასი 12 410 ლარამდე გაიზარდა.
თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 11 534 ლარი იქნება, კომისიის მდივნის ხელფასი კი - 11388 ლარი.
კომისიის წევრების ხელფასი 9 928 ლარით განისაზღვრა.
მთლიანობაში ცესკოს ხელმძღვანელობის, წევრების და აპარატის თანამშრომლების ხელფასში ყოველთვიურად 549 252 ლარი დაიხარჯება.