ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ინაუგურაციას ულოცავს.
„მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას და მზად ვარ, ბატონ პრეზიდენტთან ერთად ვიმუშაო ორი ქვეყნის ტრადიციული მეგობრობის გასაგრძელებლად, ორმხრივი სარგებლის მომტანი თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უფრო მეტად განსავითარებლად, რაც უკეთ ემსახურება ორივე ქვეყნის ხალხის კეთილდღეობას“, – განაცხადა სი ძინპინმა.