ბუდუ ზივზივაძემ „ჰაინდემჰაიმში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა, ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.
"ზივზივაძეს უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვაკვირდებით. ის გასულ სეზონში კარლსრუეში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, ამ სეზონის პირველ ნახევარში კი კიდევ უფრო მოუმატა და მე-2 ბუნდესლიგის 17 ტურში უკვე 12 გოლი აქვს გატანილი. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი საგოლე ალღო აქვს, ამიტომ მოუთმენლად ველით მისი ჩვენი გუნდის მაისურით გამოჩენას და დიდი იმედი გვაქვს, რომ ბუნდესლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში უკვე უახლოესი თამაშიდან დაგვეხმარება. მოხარულები ვართ, რომ ზივზივაძემ სწორედ ჩვენი კლუბი აირჩია", - განაცხადა ჰაიდენჰაიმის გენერალურმა დირექტორმა ჰოლგერ სანვალდმა.
ბუდუს, რომელიც საშემოდგომო ეტაპის შემდეგ 12 გოლით მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირია, ჩინეთსა და სამხრეთ კორეის გუნდები იწვევდნენ, მაგრამ მან უფრო მაღალ დონეზე თავის დამკვიდრება და ბუნდესლიგაში თამაში ამჯობინა.
„ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზეა და გერმანიის მთავარ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.