თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა, მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციას გამოცემა “პუბლიკა“ ავრცელებს.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.